ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს საქმეები „შეკეროს“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მათ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული საქმეების „შეკერვას“ ცდილობს.

„ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები. პარალელურად, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კრემლს და რუსეთს მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შესაბამისი უკანონო და პოლიტიკურად საქართველოს ინტერესების შემლახავი განცხადებები და პოზიციები, მათ შორის დამაზიანებელი პოზიციები საქართველოს ჯარზე, სამხედროებსა და აგვისტოს ომზე“,- განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს