სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.

მათივე ინფორმაციით, მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.

„პრაღაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკას ეწვევა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოდერაციას გაუწევს ბიბლიოთეკის დირექტორი ტომაშ სედლაჩეკი.

დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს