პაატა მანჯგალაძე - შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად

ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სხვა არჩევანი არ არის, გარდა იმისა, რომ „ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის“.

„არ მოვუსმინოთ რეჟიმის ცრუ პროპაგანდას და მის პროპაგანდისტებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგონილი მტრებითა და ხელოვნურად შექმნილი საფრთხეებით ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას და დაშინებას მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავინახოთ მთავარი რეალობა: ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი. ისინი მუდმივად ემუქრებიან ქართველ პატრიოტებსა და დასავლელ მეგობრებს ქვეყნის დანგრევით, ყველაფრის განადგურებით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

ამიტომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის.

სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ზოგიერთი პირი მოძალადე რეჟიმის მხარეს დგას ან პირადი გამორჩენისთვის, ან შიშით.

შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე