„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ცესკოს 3 აპრილის დადგენილებასთან დაკავშირებით სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ცესკოს 3 აპრილის დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება იზღუდება, სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა.

საია-ს შეფასებით, დადგენილება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებას და მათ შესაძლებლობას სრულფასოვნად შეასრულონ დაკვირვების ფუნქცია, მნიშვნელოვნად ზღუდავს.

“დადგენილებაში ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია. ამის გარდა, ის არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლის საქმიანობას. კერძოდ, მას ეკრძალება თავისუფლად გადაადგილება უბანზე, რაც ხელს უშლის სრულყოფილ დაკვირვებას. წარმოდგენილი ცვლილებების ფონზე, დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას - ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რაც გახდება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი”, - განმარტავს საია.

ორგანიზაციის შეფასებით, დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევას არ წარმოადგენს, რადგან დათვალიერება მხოლოდ დროებითი გადამოწმების მიზანს ემსახურება და არა მონაცემების ჩაწერას, აღრიცხვას ან სხვაგვარ დამუშავებას.

“საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ობიექტური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებელთა უფლებების დაცვა, რაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში