პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება

პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მასთან ერთად, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ახალი რეგლამენტის პროექტით კი, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე მხოლოდ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაზე კი არ ისაუბრებს.

„პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და გაუმართლებელია, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის ანგარიშში პარლამენტის საქმიანობის გეგმა დასახოს“, - ვკითხულობთ რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ახალი ვალდებულება დგინდება - მან ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობითი ფორმით კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს დაადგენს.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს