შალვა პაპუაშვილი - შესაძლებლობა მქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვედროდი - პია კაუმას პოზიციაა, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

შესაძლებლობა მქონდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვედროდი, რომელიც როგორც საზოგადოებამ იცის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

„მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე იმ საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების მხრივ, შეფასებების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პატივი სცეს ეუთო/ოდირის ანგარიშს. არჩევნებამდე გვესმოდა, რომ არჩევნების შეფასებისთვის ეუთო/ოდირის ანგარიში სახელმძღვანელო იქნებოდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა ცდილობს, რომ ახლა ეუთო/ოდირის ანგარიშზე თვალი დახუჭოს, რომელიც ცალსახად იმ შედეგების ვალიდურობას აღნიშნავს, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ყველა ცდილობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პირადი მოსაზრებები გაგვიმჟღავნოს ხოლმე. ასევე ეუთო-თან თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, ასევე იმ რეკომენდაციებზე, რაც არჩევნების შემდეგ არსებობს, როგორც საკანონმდებლო, ასევე საარჩევნო პრაქტიკის მხრივ. ასევე მოვახსენეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგად ჩატარდეს როგორც ტექნიკურ დონეზე, ასევე საარჩევნო გარემოს მხრივ. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც განვახორციელეთ და ცესკო თავისი კომპეტენციის ქვეშ არსებულ საკითხებზე მუშაობს. მისი პოზიცია ის არის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ასახული და რაზეც მან და მთლიანად მისიამ არჩევნებიდან მეორე დღეს ისაუბრა. 27 ოქტომბერს, როცა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგა, საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს და ამ ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ ხალხი, რომელიც სააკაშვილის მფარველები არიან, საქართველოს ომში ექაჩებოდა და საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდა, წაუყრუეს - ამ დასკვნას და ამ განცხადებებს. ზოგი „ისფედს“ იშველიებს, ზოგი „გამჭვირვალეობას“, ზოგი IRI-ს ზოგი USAID-ს. ანუ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და მიკერძოებულ საქმიანობაში,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი