კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა და ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის მრავალწლიან ისტორიაში ახალი ათვლის წერტილად ითვლება. ეს საკითხი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე აქტუალურია, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება და თუ მთავრდება, მთავრდება დამონებით.

ამაყი ვარ, რომ ჩვენი ხალხი ათასწლეულების მანძილზე ვართ შეუპოვრობის, გმირობის, არდამონებისა და იმ მთავარი იდეალების მსახურების მაგალითი, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.

თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ, ქედი მოვუხაროთ და პატივი მივაგოთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ ბრძოლის ველზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცემულ გმირებს.

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება არც არასდროს დასრულდება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს