პარლამენტის კომიტეტებს თვეში არანაკლებ ორი საკომიტეტო სხდომის გამართვის ვალდებულების ნაცვლად, მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნება

პარლამენტის კომიტეტებს თვეში არანაკლებ ორი საკომიტეტო სხდომის გამართვის ვალდებულების ნაცვლად, მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნება. გარდა ამისა, კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სამუშაო შეხვედრების ოქმები პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.

პარლამენტში ინიცირებული ახალი რეგლამენტის პროექტით, კომიტეტებთან დაკავშირებული საკითხებიც ახლებურად წესრიგდება.

პროექტის თანახმად, კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას კომიტეტი განსაზღვრავს, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში არანაკლებ ერთი სხდომისა. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს სხდომის გამართვის თარიღის და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. ასევე ზუსტდება შემთხვევები, რომლებზეც აღნიშნული ვადა არ გავრცელდება. ეს შემთხვევებია: - კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, ასევე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადება.

გარდა ამისა, ახალი რეგლამენტის პროექტით, შესაძლებელი იქნება კომიტეტის სხდომების სასესიო კვირის ისეთ დღეებში გამართვა, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იქნება.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს