ტატო ქელბაქიანი - მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში

ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი საზოგადოებას მიმართავს, 9 აპრილის მემორიალთან პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდეს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დღეს საზოგადოების ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია.

„როგორც ვიცით, 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის სიმბოლო და დღე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ გვიწევს ამ თავისუფლების დაცვა, იგივე შინაარსი აქვს ზუსტად 9 აპრილის მემორიალთან და პარლამენტთან დგომას. პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან არის დაანონსებული ღამისთევა, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი და ამიტომ, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, შემოვუერთდეთ ამ ადამიანებს, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთსაც და ამ გზით გამოვხატოთ პროტესტი, ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ქელბაქიანი გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც. მისი განცხადებით, ხელისუფლება აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გაწევა აეკრძალებათ.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართველი ხალხის დევნის აქტი. ამ აქტის მიღება სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რასაც ბოლო დროს რეჟიმი ახორციელებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მთლიანად გაქრობას, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს და გავაანალიზოთ, რა საფრთხის წინაშე არის ჩვენი საზოგადოება და ყველანაირი გზებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, რასაკვირველია, კანონიერი გზებით“, - აღნიშნა ტატო ქელბაქიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს