სტუ-ის კურსდამთავრებული - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მხოლოდ ქიმია კი არ მასწავლა, ჩემი მიზნის უკეთ გაცნობიერებაში დამეხმარა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მხოლოდ ქიმია კი არ მასწავლა, ჩემი მიზნის უკეთ გაცნობიერებაში დამეხმარა. უნივერსიტეტმა მაჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური ცოდნითა და მიზანდასახულობით ჩვენ, მომავალ ინჟინრებს ან მეცნიერებს, შეგვიძლია ეროვნული წინსვლის არქიტექტორები გავხდეთ, - ამის შესახებ სტუ-ის კურსდამთავრებული, ვახტანგ ცინცაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ის მზად არის, რომ მისი ცოდნა ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზრდის სამსახურში ჩააყენოს.

„მადლიერი ვარ, იმ მყარი საფუძვლისთვის, რომელიც უნივერსიტეტმა მომცა და მზად ვარ, ჩემი ცოდნა ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზრდის სამსახურში ჩავაყენო“, - აღნიშნა კურსდამთავრებულმა.

როგორც ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, გარდა სამეცნიერო და ტექნიკური უნარების გაძლიერებისა, უნივერსიტეტმა აქტიური პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის მიღების კარგი შესაძლებლობა მისცა, რაც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარა.

„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აკადემიური გზა ორგანული და პეტროქიმიური სინთეზის საბაზისო ტექნოლოგიების სფეროში იყო ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა უნარებმა, არამარტო პროფესიონალად ჩამომაყალიბა, არამედ ღრმად გამააზრებინა დარგის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის.

სასწავლო პროცესში გავეცანი ნახშირწყალბადების, კატალიზატორებისა და რეაქციის მექანიზმების კომპლექსურ სამყაროს, რაც პეტროქიმიური პროცესების საფუძველია. ლექციების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და კვლევითი პროექტების მეშვეობით, მივიღე ცოდნა აუცილებელი ორგანული ნაერთების სინთეზში, პოლიმერებიდან და საწვავებიდან დაწყებული, გამხსნელებითა და ფარმაცევტული პროდუქტებით დამთავრებული. პროგრამა რთული იყო და მომცა კრიტიკულად აზროვნების უნარი, რთული ინდუსტრიული პრობლემების გადაჭრისა და მდგრადი ინოვაციების განვითარების მიმართულებით.

რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო ის, თუ რამდენად მჭიდროდაა ეს დარგი დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ წინსვლასთან. პეტროქიმიური სინთეზი მხოლოდ ქიმია არ არის. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაღალი ღირებულების ქიმიურ პროდუქტებად გარდაქმნით, შეგვიძლია შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, წავახალისოთ ადგილობრივი მრეწველობა და შევქმნათ ექსპორტის ახალი შესაძლებლობები. გარდა ამისა, ამ სფეროში ჩემი კომპეტენცია საშუალებას მაძლევს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ინოვაციებში, რაც დღევანდელ რეალობაში სულ უფრო აქტუალური ხდება. მადლობა უნივერსიტეტს“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, ვახტანგ ცინცაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა