სალომე სამადაშვილი - ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ძალების ნაწილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში უნდა დაისვას საქართველოს ევროსაბჭოდან გაგდების საკითხი - იქნება არა მორიგი, არამედ ძალიან მწვავე რეზოლუცია

არის ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ უნდა დაისვას [საქართველოს] ევროსაბჭოდან გაგდების საკითხი „ქართული ოცნების“ პირობებში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სტრასბურგიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის მტკიცებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ ძალიან მწვავე რეზოლუციას, რომელშიც ძალიან გასაგებად, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არანაირი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას არ აქვს.

„ევროსაბჭოს ორგანოებში მონაწილეობა და მუშაობა არის ვალდებულება და არა არჩევანი, თუ წევრი ქვეყანა ხარ. ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის, რომ ეს [ევროსაბჭოდან გარიცხვა] იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ჩვენი პოზიცია არის, რომ ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი არჩევნების შემთხვევაში საქართველოში ახალი რეალობა იქნება და ქვეყნის გაგდება ევროსაბჭოდან, არ იქნება დღის წესრიგში დასასმელი საკითხი.

იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროსაბჭოდან გაგდების საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის პირობებში, მომავალში რა იქნება, ამის გამორიცხვა რთულია. ამჯერად იქნება არა მორიგი, არამედ ძალიან მწვავე რეზოლუცია და ამ რეზოლუციაში ძალიან გასაგებად, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არანაირი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას არ აქვს. ფაქტობრივად, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი არ აქვს მიღებული, შესაბამისად ხელისუფლება უზურპირებული აქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 10 აპრილს გადაუდებელ დებატებს გამართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს