სტუდენტები ლოზუნგით - “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” მარშს მართავენ

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” - ამ შინაარსის ბანერებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.

ახალგაზრდები, 9 აპრილთან დაკავშირებით, ტიტებით ხელში მოაწყობენ მარშს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივლენ, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების მშობლები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები საპროტესტო აქციას გამართავენ.

პარალელურად, ფილარმონიის ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლების მარში დაიწყება, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. როგორც ისინი აცხადებენ, არ მისცემენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს იმის საშუალებას, რომ ხვალ პარლამენტის წინ მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკონ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება