შალვა პაპუაშვილი - დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია - ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობას და მონდომებას დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა, ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობას და მონდომებას დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია.

განცხადებაში პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება”, „არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება“.

მისივე თქმით, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ პირველი რესპუბლიკის 26 მაისი დააკავშირა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ეროვნული ბრძოლის მთავარ დღესთან.

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი პირველ რიგში უდიდესი ტრაგედია იყო, ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით, დასახიჩრებითა და ტერორით.

სწორედ ამიტომ აირჩია ეს დღე ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოსთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის უკვდავსაყოფად. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს.

ყველა ტკივილი და ყველა სიხარული, ყოველი მარცხი თუ ყოველი გამარჯვება, შეცდომა და სწორი ნაბიჯი, გონიერება თუ უგუნურება, ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე, ათწლეულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით გუშინ და საით მივყავართ მომავალს.

საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითმყოფადობა და უნიკალური იდენტობა, არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი.

ამ მრწამსს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპიროდ იქცევა. სიბრძნე, გონიერება, მოთმინება, ძალის შეფასება და გაბედულება - ნიჭთა ეს ჩამონათვალი ღმერთმა ყველას არ მიანიჭა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება.

ვისი გზაა მართებული და უკეთესი, ამას წყვეტს ქართველი ხალხი პირდაპირი დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება. ჩვენ არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება.

ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, ჩვენს მცდელობას და ჩვენს მონდომებას დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი.

დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა”,- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს