გიორგი გახარია - 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა.

თუმცა, ამდენი წლის შემდეგაც, ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ. ამის ხილვა ყველაზე ნაკლებად მოუნდებოდათ მათ, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მერაბ კოსტავას ანდერძად დატოვებულ სიტყვებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, რადგან მთავარი ბრძოლა თავისუფლების მოპოვების შემდეგ მის შესანარჩუნებლად იწყება.

მათ წინაშე ყველანი ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ვიბრძოლოთ ნამდვილი მშვიდობისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ ეროვნული მოძრაობის მიერ დაწყებული საქმე”, - წერს გიორგი გახარია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება