ნიკა გვარამია - ვუახლოვდებით პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ

ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვერ მოვლენ 9 აპრილის მემორიალთან.

“უახლესი საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ყველაზე დიდი დღეა. ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც შვა საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება ზვიად გამსახურდიას მიერ. ბუნებრივია, ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პატრიოტები ერთად ვართ. ძალიან მძიმეა იმით, რომ პოლიტპატიმრები გვყავს და მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 36 წლის და 34 წლის თავზე ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს დღე მუდმივად იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის დღედ და არასდროს დავკარგავთ მას.

რაც შეეხება ხელისუფლებას, გაბედავს მოსვლას თუ არა, დიდად ეს ამბავი არ მანაღვლებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აქ ვერ მოვლენ. მაინცდამაინც არც იკლავენ თავს 9 აპრილს აქ სიარულით იმიტომ, რომ ეს ის ხალხია, რომელთათვის 9 აპრილი დიდი დღე არ არის. სამწუხაროდ, ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში”,- განაცხადა გვარამიამ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება