აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მასთან ერთად მყოფ პირებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძესა და მასთან ერთად მყოფ პირებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა მემორიალის გარშემო კორდონი გააკეთეს, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ამის შემდეგ სტუ-ს რექტორმა ტერიტორია დატოვა.

აქციის მონაწილეები ასევე პროტესტით შეხვდნენ მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას. მათ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ისინი სკანდირებენ: „რუსებო“, „წადით“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს