საბა ბუაძე - 9 აპრილი არის შეხსენება, რომ ამხელა ფასი გვაქვს გადახდილი თავისუფლებისთვის - ამავდროულად, ჩვენი სახელმწიფოებრიობა რისკის წინაშე დგას, „ქართული ოცნების“ სრული, რუსული იერიშის პირისპირ

ეს არის მტკივნეული, მაგრამ, ამავე დროს სიამაყით აღსავსე თარიღი და იმის შეხსენება, რომ ამხელა ფასი გვაქვს გადახდილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის - ამავდროულად ვართ დიდი რისკის წინაშე, რომ შესაძლოა, დავკარგოთ ის, რაც დიდი მსხვერპლის ფასად არის ჩვენამდე მოტანილი,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ სრული, რუსული იერიშის პირისპირ დგას.

„9 აპრილი არის ჩვენი ეროვნული შეგნების, გამოღვიძების უმნიშვნელოვანესი თარიღი. ეს არის მტკივნეული, მაგრამ, ამავე დროს სიამაყით აღსავსე თარიღი და იმის შეხსენება, რომ ამხელა ფასი გვაქვს გადახდილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. ამავდროულად, ვართ დიდი რისკის წინაშე, რომ შესაძლოა დავკარგოთ ის, რაც დიდი მსხვერპლის ფასად არის ჩვენამდე მოტანილი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდი რისკის წინაშე დგას - „ქართული ოცნების“ სრული, რუსული იერიშის პირისპირ, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. მხოლოდ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას შეუძლია გააჩეროს ეს იერიში, რომ საქართველო განვითარების, კეთილდღეობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდეს“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე, საბა ბუაძემ 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ წევრების მისვლასა და ხმაურზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოება მმართველი პარტიის წევრებს თავის სათქმელს ეუბნება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია საზოგადოებაში ვერ ჩნდებიან, საზოგადოება მათ თავის სათქმელს ეუბნება. „ქართული ოცნების“ მიერ განადგურებული ადამიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან და ამას უკავშირდება ის დიდი დისკომფორტი, რომელიც მათ საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩენას თან ახლავს“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს