გიგი უგულავა - რუსების ხსენებას „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს, გეგონება, ამ ქვეყანას მარსიანელები შემოესივნენ და მათ დაჩეხეს ადამიანები - ამ „უცხო ძალას“ მაშინ ძალიან კონკრეტული სახელი ერქვა: საბჭოთა რუსეთი!

რუსების ხსენებას დღეს „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს - გეგონება, ამ ქვეყანას მარსიანელები შემოესივნენ და მათ დაჩეხეს 36 წლის წინ ადამიანები - ამ „უცხო ძალას“ მაშინ ძალიან კონკრეტული სახელი ერქვა - საბჭოთა რუსეთი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილი არის ბრძოლის და თავისუფლების დღე.

კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან, უგულავა პასუხობს, რომ „მათ შეეშინდათ“.

„ეს ხალხი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ 9 აპრილს, საკუთარი ხალხის რუსთაველზე სისხლის დაღვრის შეეშინდათ და მიხვდნენ, რომ ამ ხალხს და გაწამებულ მშობლებს, მხოლოდ ბრუტალური ძალით თუ გაწევდნენ. მიხვდნენ, რომ ეს ძალა ყველა ზღვარს გადადიოდა და უკან მოუბრუნდებოდათ. უბრალოდ შეეშინდათ, მეტი არაფერი. რიდი არაფრის არ აქვთ. ეს არის უბრალოდ ველური შიში, რომ უკან მოგიბრუნდება ის, რასაც გააკეთებ,“ - განაცხადა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს