ზვიად ძიძიგური - კრიტიკულ მედიას კრძალავ, არასამთავრობო სექტორს კრძალავ, პარტიებს კრძალავ - ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და 9 აპრილის მემორიალთან რომ „ქართულ ოცნებას“ პროტესტით ხვდებიან, გასაკვირია? სრულიად ლოგიკურია

ეს დღე ჩვენი ქვეყნის დიდი შემობრუნება იყო, 9 აპრილის საქართველო სრულიად სხვა იყო და 10 აპრილის საქართველო, მენტალურად სხვა ქვეყანა გახდა,- ამის შეახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ამდენი წლის შემდეგ, მმართველი პარტია თავისი ნაბიჯებით ქვეყანას რუსეთისკენ აბრუნებს, ამიტომ ლოგიკურია, რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებენ.

„ეს დღე ჩვენი ქვეყნის დიდი შემობრუნება იყო. ყველამ იცოდა, რომ დარბევა მოხდებოდა და სისხლი დაიღვრებოდა. 9 აპრილის საქართველო სრულიად სხვა იყო და 10 აპრილის საქართველო, მენტალურად სხვა ქვეყანა გახდა. მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბარს - 5.5 მილიონიანი მოსახლეობიდან - 100 000 ადამიანი ბედავდა. იმ სისხლმა, თავგანწირული ახალგაზრდებისა, რომელიც მათ სამშობლოსთვის გაიღეს, დიდი როლი ითამაშა, რომ ქვეყანას ბოროტების იმპერიისთვის უარი ეთქვა.

რაც შეეხება იმას, რა ვითარებაა ამდენი წლის შემდეგ, მსოფლიოში გადალაგება და დღის წესრიგი შეიცვალა, მაგრამ საქართველო, რომ ცოცხალი და ბრძოლისუნარიანია, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმაც დაადასტურა. არ მეგონა ქვეყანაში ბრძოლის ასეთი განწყობა თუ იქნებოდა, ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან. სწორედ ეს ახალგაზრდები იცავენ იმ ღირებულებას, რომელიც კონსტიტუციაში წერია - ევროკავშირში ინტეგრაცია და ისინი სწორედ ამის გამო არიან ციხეში და მათ ხელისუფლებასთან შედარებით, დიდი მორალური უპირატესობაც აქვთ.

ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია თავისი ნაბიჯებით რუსეთისკენ გვაბრუნებს. კრიტიკული მედია არ აწყობთ და კრძალავენ, არასამთავრობო სექტორს კრძალავ, ოპოზიციურ პარტიებს კრძალავ - ეს კი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და საბჭოთა კავშირში დამბრუნებელ ხელისუფლების წევრების, რომ მემორიალთან პროტესტით შეხვდნენ, აქ გასაკვირი რა არის? სრულიად ლოგიკურია.

მე ის ერთიანობა, რომელიც 9 აპრილის შემდგომ საქართველოში იყო, ვნახე, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოვეცით და მასზე ჩემი ხელმოწერაც არსებობს. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ყველანი კვლავ ერთად დავდგეთ და ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ დავუშვათ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, ზვიად ძიძიგურის თქმით, ირაკლი კობახიძისა და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ასახავს.

„დღევანდელი ხელისუფლების მესვეურები რუსეთთან ფლირტში არიან, ეს კი ამერიკასთან და ევროპასთან დისტანცირებასა და რუსეთთან დაახლოებას გულისხმობს. ის, რასაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა. როდესაც პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს, რომელი მხარე ცრუობს, ამაზე საუბარი როგორ შეიძლება? ისინი ვერ ლაპარაკობენ, რომ „საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებმა ჩვენი გოგო-ბიჭები დახოცა“ და ამის შემდეგ მათ გულწრფელობაში ვინ უნდა იყოს დარწმუნებული?“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა ამისა, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის საკადრო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „საკადრო გადაადგილებებიც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არა განვითარებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შეხედულებებთან არის დაკავშირებული“.

„მათ საკუთარი ოპოზიცია ჩამოიყალიბეს „ხალხის ძალის“ სახით. მე მინდა მათ მოვუწოდო, რომ ძალიანაც ნუ „აკრიტიკებენ“ ხელისუფლებას, ასეთი „უღმერთო დაპირისპირება“ არ შეიძლება. ხელისუფლება პოლიტიკური მინდვრის გასუფთავებას ცდილობს, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს და ეს განცხადება საგამოძიებო კომისიის შექმნიდან რამდენიმე დღეში გააკეთეს. მაგრამ ხელისუფლების ეს მცდელობა შესაძლოა, რომ 1 წუთში კრახით დასრულდეს, როგორც კი საქართველოსთვის ჩვენი პარტნიორები მოიცლიან.

ეს საკადრო გადაადგილებებიც იმას ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არა განვითარებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შეხედულებებთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე