„ლელო - ძლიერი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 36 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი გენო თებიძე აცხადებს, ქვეყანაში თავისუფლებაზე წინ არაფერი დგას და დღესაც მნიშვნელოვანია, ამ ღირებულებისთვის ბრძოლა.

„ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებაზე წინ არაფერი დგას და დღესაც გვიწევს ამ მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის ბრძოლა. ცხრა აპრილი ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიs, არამედ მაშინდელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი და საბჭოთა კავშირის ბედიც“, - განაცხადა გენო თებიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება