ირაკლი კობახიძე - ისე მოხდა, რომ გარე ძალებმა თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამ ოპოზიციის მოყვანის მიზანი ჰქონდათ - ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში რჩება, ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს

ისე მოხდა, რომ გარე ძალებმა თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამ ოპოზიციის მოყვანის მიზანი ჰქონდათ, - აღნიშნული განცხადება მედიასთან პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, არის სრული ქაოსი, ეს ასე იქნება მომავალშიც და თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სრული ფიასკოსთვის იქნებიან განწირული.

კობახიძემ ამავე კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს.

„რეალურად ისინი [ოპოზიცია] გარე ძალების ხელით განადგურდნენ. სცენარები გარედან იწერება. ვინც სცენარებს გარედან წერს, დაბალ დონეზე წერს - მათ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა არა აქვთ. აქედანაც იმ დონის აგენტები არიან, რომ საკუთარი პატრონების წინაშე აზრის გამოთქმის საშუალებაც კი არა აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ისინი თავისით სუსტდებიან, მნიშვნელოვანია ჩვენ ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე ზრუნვა აქტიურად განვაგრძოთ. უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში რჩება, ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს. აგენტურა პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი არ უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური სისტემა ბოლომდე გავაჯანსაღოთ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით შეუქცევადად განვითარდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა