ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მყოფ მოქალაქეებთან, რომლებიც აქციას მართავდნენ, პოლიცია მივიდა და შეკრებილებს განუმარტა, რომ სასულიერო პირებს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი უნდა გადაეხადათ. მოქალაქეებმა პარაკლისზე დასწრების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„ეს იყო თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე. გაგვარიდეს 9 აპრილის მემორიალს. ასე ექცევა საკუთარ მოქალაქეებს რუსეთი, რუსული რეჟიმი და რუსული სისტემა. ამათ ერთი რამე უნდა იცოდნენ კარგად, არავის საკუთარ ხალხთან ბრძოლა არ მოუგია და ვერც ესენი მოიგებენ. ჩვენი მიზანი იყო, რომ პატივი მიგვეგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის, ამიტომ მშვიდობიანად ვიყავით შეკრებილი, მოქალაქეთა ნაწილმა საერთოდ გაათენა ღამე აქ. ამათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. სამწუხაროდ, ქართული პოლიცია გადაიქცა რუსული საქმის გამკეთებლად,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა