გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო - ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!

ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო - ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ამასთან, ვაშაძე „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „ცრუ პროპაგანდის გავრცელებას თავი დაანებონ”.

„ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!

არ იცით, ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? - მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!

გენერალი ლებედის - ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს - ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან? - არაფერი!

შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!

ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.

თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა