დროებითი საგამოძიებო კომისია, პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, საკანონმდებლო ორგანოს, მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომაზე აღნიშნა, მათი სურვილია საგამოძიებო კომისიას დასკვნა საშემოდგომო სესიის დაწყებისას მზად ჰქონდეთ.

„ამ დოკუმენტს [კომისიის დასკვნას] უნდა დაეყრდნოს მომავალში ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობების და უკანონობების ავტორთა პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის თუ ყოფნის აკრძალვას. ის პარტიები, სადაც ეს პირები არიან გაწევრიანებულები ან მომავალში ის პარტიები, რომელსაც ისინი ხელახლა დააფუძნებენ, ვერ იქნებიან პოლიტიკურ ველზე. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად, იმიტომ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგვიანებულიც კია. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ეს თავის დროზე გააკეთა, ვინც თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ეს დაემართა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას ემსახურება ეს კომისია და მისი დასკვნა.

ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს პარლამენტს, როგორც არის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და დაგვემატა 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს ვფიქრობ, რომ მოითხოვს და აუცილებლობაა მინიმუმ ერთი თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში, ხოლო საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე.

თუ წინააღმდეგი არავინ იქნება, კენჭისყრას ნუ დავაჭირვებთ ამ საკითხს, კონსენსუსის წესით დავამტკიცოთ მივმართოთ უმრავლესობას, პარლამენტს განიხილონ ჩვენი ეს შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, შეთავაზების ამ გონივრულობაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“,- განაცხადა წულუკიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია