შალვა პაპუაშვილი - კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას - კომუნიზმს და ფაშიზმს, როცა ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტარებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი

კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, კონკრეტულად, მიხაელ გალერი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს.

„ერთადერთი, მე რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის ხოლმე საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო და ყველას შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ, დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს შეიძლება ქონება ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი. მათ შორის, იმის წყალობით, რომ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია. საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც, როგორც ჩანს, ვირუსივით შეესია, გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან PACE-ს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ევროპის სხვადასხვა ქვეყანას საბჭოთა სტილის ქცევა ვირუსივით შეეყარა“.

„ჩვენ დღეს დელეგაციით არ ვართ წარმოდგენილი PACE-ში. რა თქმა უნდა, მანამ, სანამ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება, რთულია ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. ჩვენ PACE-ში ვხედავთ იგივე ადამიანებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, იგივე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. ეს არის საბჭოთა სტილის ქცევა, რომელიც ვირუსივით შეეყარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე