დავით მათიკაშვილი - ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ მემორიალთან და ეს ყველაფერი შვედეთის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული - ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა

ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი შვედეთის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული - ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა - ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა მცდელობა იმისა, რომ „ფსკერს ქვემოთ დაშვებული მეთოდებით“ ჩვენს საზოგადოებაში მოახდინონ დაყოფა.

„ადრე თუკი, 1989 წელს როდიონოვი და მისი საბჭოთა სპეცრაზმელები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილს და იქ 21 ქართველი დაიღუპა, ჩვენ ვნახეთ სცენები როდესაც ამ უცხოური ძალის, ქვეყნის გარედან მართული და დაფინანსებული ერთი მუჭა ადამიანების ხელით, ითესებოდა სიძულვილი, შუღლი, ყოველგვარი ზღვარგადასული მეთოდით. ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის საელჩოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და შესრულებულო. დროა, რომ პასუხი გასცენ იმ დონორებმა, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებდა ეს ხალხი გუშინ, ვისი თანხებითაც უზრუნველყოფდნენ იმ დესტრუქციის განხორციელებას, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ ვიხილეთ. ეს არის შვედეთის საელჩო - დროა, ამ ყველაფერს გაეცეს პასუხი, ან გაემიჯნოს ამ პროცესებს. ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას. ეს არის ამ შემთხვევაშიც. ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა," - განაცხადა მათიკაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია