თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს რეზოლუციის თანახმად, ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში იქამდე, სანამ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები

მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში იქამდე, სანამ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაზე მუშაობა დასრულებულია.

„მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ეს რეზოლუცია გაიმეორებს იმ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. აქედან გამომდინარე, კომისარი წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა