პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია არიან დაბარებული

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 11 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია არიან დაბარებული.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

დღის წესრიგის მიხედვით, გარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა, დღევანდელ სხდომაზე მიწვეულნი არიან დოდო აფრასიძე, სოსო რობაქიძე და გიორგი აფრასიძე.

სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესები 2012–2024 წლებში; ამირან (ბუტა) რობაქიძის, ასევე, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები.

„11 აპრილს დაბარებულები არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, ორივესთვის ცნობილია. დადასტურებული აქვთ, რომ იციან, რომ მოწვეულნი არიან კომისიის წინაშე. ასევე, გვყავს მოწვეული სოსო რობაქიძე, რომელიც არის ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა. ასევე, ჩვენ მოვისმენთ აფრასიძეების ცნობილ საქმეს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს