შალვა პაპუაშვილი - „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ, არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია

დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული „შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას”.

შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე.

პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მისი „მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ“ და არჩევნების შემდეგ „მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია“.

„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას.

ეს იყო "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის" დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. "ვენის კონვენციის" დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა.

მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას. ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა.

26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია.

რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას“, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა