მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილს ჩინოვნიკების ბედი საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს - დაფიქრდით და გაეცალეთ, სანამ დროა, თორემ მერე გვიან იქნება

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს ჩინოვნიკებს: დაფიქრდნენ და „გაეცალონ" ბიძინა ივანიშვილს "სანამ დროა“.

„როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!

ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.

ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა - გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით, როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.

დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება! დრო ძალიან ცოტა დარჩა!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა