ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ნიუ-იორკის მერზე, ერიკ ადამსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი - პილოტია. ოთხი მათგანი დაღუპულად ადგილზე გამოცხადდა, ორი კი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამასთან, გამოცემა ABC News-ს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დაღუპულია ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ის, აღმასრულებელი დირექტორი ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ავგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე, მერსე კამპრუბი მონტალი და მათი შვილები - 4, 5 და 11 წლის ბავშვები. ABC News-ს ორმა ესპანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ოჯახი ნიუ-იორკს ბარსელონადან სტუმრობდა.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს