ალუდა ღუდუშაური - გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ასეთ უარგუმენტო, ხშირად სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვხედავთ, ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ სანქციებით ომია გაჩაღებული

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც ასეთ უარგუმენტო, თუ ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვხედავთ, ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ გაჩაღებულია სანქციებით ომი.

„სანქციების გამოყენება ხდება ამა თუ იმ უწყების პირების მიმართ. რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ ეს იმისთვის ხდება, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ იერიში. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა, სამართლის ასპექტების მხრივ და დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ვხედავთ ასეთ უარგუმენტო თუ ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათ იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე