პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობის ფაქტზე გენერალურ პროკურატურას მიმართავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

ამასთან, სხდომაზე დაბარებულ კიდევ ერთ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, კომისია მოუწოდებს გამოცხადდეს სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურაში მისი საქმეც გაიგზავნება.

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„სხდომის საჯაროდ გახსნა შეგვიყოვნდა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ პირველი პირი, ვინც ახსნა-განმარტებისთვის გახლდათ დაბარებული კომისიის წინაშე, იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10:00 საათზე იყო მოწვეული. ახლა, როგორც ყველა ხედავთ, 11:30 საათია. მისთვის პროცედურულად აბსოლუტურად ცალსახად იყო ცნობილი, რომ ის დღეს, კომისიის წინაშე უნდა გამოცხადებულიყო 10:00 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დრო არის გასული მას მერე, რაც ის უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, საათ ნახევარია გასული და ის არ მობრძანებულა. შესაბამისად, საკითხს კენჭისყრაზე ვაყენებ, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სსკ-ის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას.

სხდომაზე დაბარებულია ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, რომ მობრძანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც სულ ახლახან მივიღეთ ბატონი გიორგი ვაშაძის შემთხვევაში," - განაცხადა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ