სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს „აეროფლოტის“ სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა

რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ „აეროფლოტი“ სანქციებიდან ამოიღონ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. პირდაპირი რეისების აღდგენა „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი უნდა იყოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ეს (საჰაერო მიმოსვლის აღდგენას) არ გამოიწვევს, არამედ უნდა იყოს „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი. ასეთი წინადადება ერ-რიადში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამართულ შეხვედრამდე გავაკეთეთ. ამერიკელებმა ეს მიიღეს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე საპასუხო ნაბიჯი“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა „აეროფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.

მან კომენტარი გააკეთა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პატიმრების გაცვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ეს ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას, თუმცა მის საბოლოოდ აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

„გაცვლის იდეა ორივე მხრიდან ერთდროულად დაიბადა. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჰუმანიტარული ჟესტი, თუნდაც ორი ადამიანის ოჯახებთან გაერთიანებას ეხებოდეს, ყოველთვის დადებითია“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ში, როგორც „დემოკრატებს“, ასევე „რესპუბლიკელებს“ შორის ბევრი ადამიანია, ვისაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის განახლება არ სურს. ლავროვის მტკიცებით, მხარეებს შორის ნდობა ბაიდენის ადმინისტრაციამ შეარყია და გაანადგურა.

„ახლაც კი, აშშ-ში, როგორც „დემოკრატებს“, ასევე „რესპუბლიკელებს“ შორის, ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ყურადღება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და ნებისმიერ საკითხზე დიალოგის განახლებაზე იყოს ორიენტირებული“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა