ირაკლი კობახიძე - რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით სამშვიდობო ხედვა გვაქვს - ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით

ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში იმართება.

კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, სახელმწიფო რუსეთთან ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და სავაჭრო პარტნიორობა აქვს.

„საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, ევროკავშირთან, მათ შორის, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ყოველთვის ასე იყო, ევროპას - აზიასთან, დასავლეთს - აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით აკავშირებს. ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს, ამის ერთადერთი საშუალება ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებაა მთელს მსოფლიოსთან, ეს არის ჩვენი ხედვა. ასევე, უვიზო მიმოსვლა გვაქვს 50 ქვეყანასთან მსოფლიოში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობაც სხვადასხვა ქვეყანასთან. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია, არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში, ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან მშვიდობის იდეის ირგვლივ თანამშრომლობა ღრმავდება. ამიტომ, ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ, თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან 9,4%-ია რაც არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ყურადღების კონცენტრირებას ამაზე ვაკეთებთ, ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელ რეგიონში“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა