ქეთევან თურაზაშვილი რეზოლუციაზე - საერთაშორისო საზოგადოების ასეთ მკაცრ პასუხებს „ოცნება“ შიგნიდან გაბზარული ჰყავს და მჯერა, საბოლოოდ დაამსხვრევს კიდეც

საერთაშორისო საზოგადოების ასეთ მკაცრ პასუხებს „ოცნება“ შიგნიდან გაბზარული ჰყავს და მჯერა, საბოლოოდ დაამსხვრევს კიდეც, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას.

როგორც თურაზაშვილი აცხადებს, ქართველ ხალხს უცხოური ძალებიდან ნამდვილი მტრის ამოცნობა არ ეშლება.

“როგორც იცით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ოპოზიციური პარტიების (სინამდვილეში გამარჯვებული პოლიტიკური ძალების) წარმომადგენლები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო როლი აკისრიათ განსაკუთრებით ასეთ დროს საერთაშორისო პოზიციონირებისას.

ოპოზიციას აღებული აქვს ტვირთი, ერთის მხრივ, გამოაშკარაოს და ამხილოს “ქართული ოცნების” მავნებლობები და უტიფრობა და მეორეს მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს და აუხსნას, რომ მიუხედავად თვითგამოცხადებული ხელისუფლების ანტიდასავლური და ღიად პრორუსული პოზიციონირებისა, საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ ერთგული რჩება ევროპული ღირებულებების და დემოკრატიული ფასეულობების.

2023 წლის საპარლამენტო სესიაზე, საქართველოს დელეგაციიდან აღმოვჩნდი ერთადერთი წევრი, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ მხარი დავუჭირე, “ოცნების” არცერთმა წევრმა მაშინ მხარი ამ რეზოლუციას არ დაუჭირა. გამიხარდა, რომ მიუხედავად "ოცნების" დუმილისა, ჩემი ერთი ხმით მომეცა საშუალება სინამდვილეში საქართველოს და ქართველი ხალხის პოზიცია დამეფიქსირებინა.

დღეს, საქართველოს შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კოალიციური ძალების წარმომადგენლები კიდევ უფრო დიდ როლს თამაშობენ. სწორედ ამ კოალიციური ძალების წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგია დიდწილად არსებული რეზოლუციის ფორმულირება. სწორედ ეს ადამიანები უხსნიან საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ, რომ მიუხედავად პრორუსული ხელისუფლებისა, საქართველო და ქართველი ხალხი რჩება თავისი ღირებულებების სადარაჯოზე.

საერთაშორისო საზოგადოების ასეთ მკაცრ პასუხებს „ოცნება“ შიგნიდან გაბზარული ჰყავს და მჯერა, საბოლოოდ დაამსხვრევს კიდეც. მთავარია, ამის პარალელურად ჩვენ ჯიუტად გავაგრძელოთ იმის ჩვენება, რომ ეს ადამიანები ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ, რომ ქართველ ხალხს არ გვეშლება უცხოური ძალებიდან ნამდვილი მტრის ამოცნობა და ბოლოს აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე