სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება - მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +14,+16 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +16,+18 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 აპრილს დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში