სალომე ზურაბიშვილი - პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას, ამ დროს კი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით - ვრჩებით ისტორიულ მტერთან, „როდიონოვებთან“ დაუცველები

პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რეგიონში მარტო არ ვართ და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს.

„სხვადასხვა განცხადებები გვიჩვენებს, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები წარმოადგინა გუშინ პრემიერმა. პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის ამ დღეებში, წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ და „ქართული ოცნება“, რომელსაც ბერკეტები გააჩნია, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით. სხვანაირად ქვეყანას ევროპის გზაზე ვერავინ წაიყვანს, ეს ტყუილია. ამ დროს კი იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ერთზე ვრჩებით ჩვენს ისტორიულ მტერთან - „როდიონოვებთან“ დაუცველები, რადგან დაცულობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათი მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს და ამ რეგიონში მარტო არ ვართ.

ჩვენ ვიწყებთ ასევე მუშაობას სხვადასხვა საზოგადოებრივ დიდ სეგმენტთან, მათ შორის, საჯარო მოხელეებთან, იმ საჯარო მოხელეებთან, რომლებიც ახლა მასიურად არიან დათხოვილი. შემდეგ დღეებში შეგატყობინებთ, როდის გვექნება სხვადასხვა შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს