„სილქ ბანკში“ სესხის ლიმიტი 70 000 ლარამდე გაიზარდა

„სილქ ბანკში“ სიახლეა — სამომხმარებლო სესხის ლიმიტი გაიზარდა და ამიერიდან შესაძლებელია 70 000 ლარამდე თანხის მიღება. ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს, უკეთესი პირობით აიღოს სესხი ან გააერთიანოს „სილქსა“ თუ სხვა ბანკში უკვე არსებული ვალდებულებები და ყოველთვიურად ნაკლები გადაიხადოს.

გარდა ამისა, სესხს არ აქვს კონკრეტული მიზნობრიობა. შესაბამისად, თანხის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სამომხმარებლო საჭიროებისთვის — იქნება ეს სახლის გარემონტება, ტექნიკის შეძენა, სწავლის დაფინანსება, მოგზაურობა და ა.შ.

სესხის აღება სრულიად დისტანციურად უმოკლედ ვადაშია შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა სილქ აპის გადმოწერა, რეგისტრაცია და სესხის უმარტივესი განაცხადის შევსება. ეს უმოკლეს დროში ბანკში ვიზიტისა და დამღლელი პროცედურებისგან თავის არიდების საუკეთესო გამოსავალია.

ამავდროულად, ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა დაფარული საკომისიოების არარსებობაა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი თავიდან ბოლომდე ხედავს რას იღებს და რა ფასად — მოულოდნელი დანახარჯებისა თუ დაფარული გადასახადების გარეშე.

და თუ სილქნეტის აბონენტი ხარ, ეს კიდევ უფრო მეტად ამარტივებს და აჩქარებს სამომხმარებლო გამოცდილებას. ამ შემთხვევაში, პროცესი სრულად ავტომატიზებულია - 5000 ლარამდე სესხის აღებას სულ რაღაც 3 წუთი სჭირდება.

რაც მთავარია, გაუქმებულია ზედმეტი ბიუროკრატიული მოთხოვნები — კერძოდ, არ არის საჭირო სხვა ბანკებიდან ამონაწერების მიწოდება, არც სამუშაო გარემოს ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენა. სესხს მხოლოდ პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღებთ მარტივად, სწრაფად და კომფორტულად. ცხადია, ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია თვითდასაქმებულებისა თუ ფრილანსერებისთვის — მათთვის, ვისაც ხელფასი სტანდარტულად არ ერიცხება საბანკო ანგარიშზე და არ გააჩნია ოფიციალურად დადასტურებული შემოსავალი. მთლიანობაში, „სილქმა“ ახალ სეგმენტს მისცა ფინანსებთან წვდომის საშუალება.

აქვე, სესხი გაიცემა მაქსიმუმ 4 წლამდე ვადით. თანაც, თუ აქამდე სესხის აღება 60 წლამდე პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა ეს ზღვარი 68 წლამდე გაიზარდა.

დღეს, როცა ფინანსური საჭიროებები მრავალფეროვანია, ხოლო დრო – ყველაზე ფასეული რესურსი, „სილქი“ გთავაზობს გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს სისწრაფეს, სიმარტივესა და ხელმისაწვდომობას.

ინფორმაციას „სილქ ბანკი“ ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა