ირაკლი კობახიძე - საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტულად ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია - ისინი ჩივიან ამის გამო, მაგრამ ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ

კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია - ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად, „არსებობა ომის პირობებში გვიწევს და დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.

„დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდი. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს ვადარებთ. ამჟამად არსებობა ომის პირობებში გვიწევს, ჩვენ ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვათ, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს მიმართ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნისთვის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად, პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი. როგორც კი მშვიდობა აღდგება, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დიპლომატია სხვა ფაქტორებს გადაწონის. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია, უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როდესაც დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“,- განაცხადა კობახიძემ, რომლის თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა