თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით, დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

დასაქმების ფორუმში სამედიცინო სექტორში მოქმედი 40-მდე კომპანია მონაწილეობდა. დამსაქმებელმა კომპანიებმა მსურველებს აქტიური ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები წარუდგინეს.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი, რომლის მთავარი თემები იყო:

რეზიუმეს შექმნა, დამსაქმებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, გასაუბრების ტექნიკა.

თსსუ-ში გამართული ფორუმის ფარგლებში, დამსაქმებელმა კომპანიებმა წარადგინეს მოხსენებები თემაზე: „დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნები და გამოწვევები“.

დასაქმების ფორუმს დაესწრო თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. მან ხაზი გაუსვა დასაქმების ფორუმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ერთ სივრცეში დამსაქმებლებისა და დასაქმების მაძიებლების შეკრება, ეს არის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის. ერთის მხრივ, დამსაქმებელებს აქვთ შესძლებლობა ახალი კადრები მოიძიონ, მეორე მხრივ კი, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა კომპანიის მოთხოვნებს, გაესაუბრონ დამსაქმებლებს პირადად და გაიგონ, რა უნარ-ჩვევები არის მნიშვნელოვანი კარიერული წარმატების მისაღწევად.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს