ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ტელეწამყვანები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ.

როგორც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

„1 საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მელოდებოდა მაუწყებლის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება. შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იწურება და შიდა მოკვლევის დოკუმენტის საფუძველზე, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ამ გადაწყვეტილების შესახებ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა. ეს იყო სიტყვიერი შეხვედრა და ამ გადაწყვეტილების ოფიციალური ნაწილი იურისტისგან უნდა ჩამბარდეს“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუსტად ორი წუთის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხალოვმა და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო პერიოდში, რომ არც მიკვირს, არც მწყინს“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება