ირაკლი კობახიძე - ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე, ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს

დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ ოთხი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას.

კობახიძე ბრიტანულ სანქციებს ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს.

„ეს არის გაუგონარი მოვლენა. ეს არის ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა. ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ბრიტანეთმა გამოიარა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო“,- განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა