ირაკლი კობახიძე - ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს კარგად ესმით, რა ხდება საქართველოს გარშემო, აქედან გამომდინარე, ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომელიც კეთდება როგორც აზერბაიჯანელი, ასევე თურქი მეგობრების მხრიდან

ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რა ხდება დღეს საქართველოს გარშემო, აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომელიც კეთდება როგორც აზერბაიჯანელი მეგობრების მხრიდან, ასევე თურქი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კობახიძის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება.

„მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო დღეს, როცა გაიმართა ჩვენი ორმხრივი შეხვედრა. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო.

ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც. თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ეს არის ჩვენი საერთო ხედვა - მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე და ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს. თუმცა, დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები, სამწუხაროდ, არის განსხვავებული.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები - ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს