ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე - საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან - არ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან - არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ე.წ. „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე კი ამერიკული ბიუროკრატიის ხელით, ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნოს ადამიანები, რომლებიც „გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით“.

„ეს პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან, 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა. ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი იყვნენ ჩვეულებრივი სადისტები, არა მარტო ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ პრინციპები, არამედ სადისტური დამოკიდებულებით ეპყრობოდნენ სხვებს.

მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ე.წ. „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით, ცდილობდა მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, მათ ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს „დიფ სთეითი“ ევროპული სტრუქტურების ხელით და მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც ყველაზე მთავარია, უნდა დადგეს შედეგი, ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ