თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება

პროტესტის 136-ე დღეს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.

თბილისში მოქალაქეები 19:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან, შემდეგ კი, 20:00 საათზე - რუსთაველის გამზირზე;

გორი - 17:00 საათზე აქცია გაიმართება საკრებულოს წინ, მოთხოვნით - გათავისუფლდნენ „რუსული რეჟიმის ტყვეები“ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები;

ახალციხე - 18:00 საათზე აქცია გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმი - 19:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

ზუგდიდი - 19:00 საათზე „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ აქცია გაიმართება სამხარეო ადმინისტრაციის წინ;

თელავი- 19:00 საათზე აქცია გაიმართება მერიის წინ;

ქუთაისი 19:00 საათზე - აქცია „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება მერიის წინ;

ჩხოროწყუ- 20:00 საათზე „გაბედე პროტესტი ყოველდღე“ გაიმართება მერიის წინ;

შეგახსენებთ, უწყვეტი პროტესტი საქართველოში მეხუთე თვეა მიმდინარეობს. თბილისსა და რეგიონებში შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს