ირაკლი კობახიძე - ვიქტორ ორბანთან საუბრისას  კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

კობახიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა