სერგეი ლავროვი - პრეზიდენტი ტრამპი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-სკენ ჩათრევა შეცდომა იყო - ეს ერთ-ერთი ძირეული მიზეზია, რომელიც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ

დონალდ ტრამპს ესმის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრით შეიძლება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„პრობლემის გადაჭრისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა. პრეზიდენტი ტრამპი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-სკენ ჩათრევა შეცდომა იყო. ეს არის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი, რომელიც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ს ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა ესმის.

„ისინი აღიარებენ, რომ ტერიტორიული საკითხები გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა