ირაკლი ზარქუა - ჩვენ მყარად ვდგავართ და ზუსტად გვაქვს გააზრებული ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთოს, მშვიდობა შენარჩუნდეს და ღირსება, მართლმადიდებლობა და ყველა ის ტრადიცია, რითაც დღემდე მოვედით, შევინარჩუნოთ

საუბრობენ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ საჭირო არ იყოო და ევროპაში, ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონი მიიღეს და დღესაც, ევროპის ცალკეული ქვეყნები კიდევ უფრო მკაც „გამჭვირვალობის კანონს“ იღებენ - ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ს დაფინანსებები გაშიფრა, კიდევ დარჩა კითხვები და გაურკვევლობები?- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოსთვის 37 ქვეყნის მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ზუსტად აქვს გააზრებული თავისი ამოცანა, რომ „ქვეყანა ომში არ ჩაერთოს და მშვიდობა შენარჩუნდეს, რომ ღირსება, მართლმადიდებლობა და ყველა ის ტრადიცია, რითაც ჩვენ დღემდე მოვედით და ვამაყობთ შევინარჩუნოთ“.

„საუბრობენ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ საჭირო არ იყოო და ევროპაში, ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონი მიიღეს და დღესაც, ევროპის ცალკეული ქვეყნები კიდევ უფრო მკაც „გამჭვირვალობის კანონს“ იღებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ს დაფინანსებები გაშიფრა. კიდევ დარჩა კითხვები და გაურკვევლობები? - თურმე როგორ მონაწილეობდა ქვეყნების შიდა საქმეებში უცხო ქვეყნის ფინანსები, დაქირავებული ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მთელი მოსყიდული სეგმენტი.

ჩვენ მყარად ვდგავართ და ზუსტად გვაქვს გააზრებული ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთოს და მშვიდობა შენარჩუნდეს, რომ ღირსება, მართლმადიდებლობა და ყველა ის ტრადიცია, რითაც ჩვენ დღემდე მოვედით და ვამაყობთ, შევინარჩუნოთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს.

ეუთოს წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადება გერმანიის ელჩმა, სუზან შიუტცმა გაავრცელა, 37 ქვეყანა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეუთოს ინსტიტუტებთან ინკლუზიური დიალოგი დაწყებას მოუწოდებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის