მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე - მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში, სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, დადის, დადის - კიდევ ვეუბნები: ვისი სისხლი გინდა, მოისვენე, რა

რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს? არჩევნები რომ დამთავრდა, ბევრი ვითომ შვილ დაჭერილი ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე გამოსულები. მთავრობას უნდა გაუმართო აქცია, თუ იმ ხალხს, რომლებმაც არჩევნების მერე არ ინება პარლამენტში შესვლა?, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ის ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „უცხოეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რითაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა უნდა“.

„61 დეპუტატი იქნა ოპოზიციის რიგებიდან არჩეული. მე როგორც ვიცი, მინიმუმ 50-ს პარლამენტში შესვლა უნდოდა, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის გამო ვერ შევიდნენ, იმ პარტიებში ხომ იყვნენ გაერთიანებული, სიით გასულები იყვნენ, ლიდერებმა უარი რომ თქვეს, ვერ გადაახტნენ და გასაგებია ჩემთვის. უცხოეთი წარამარა რაღაცებს იღებს, რაღაც განცხადებებს აკეთებს ჩვენი მისამართით, სიტუაცია რომ დაძაბოს და ერთმანეთს დაგვაჯახოს, ჩვენ ხომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ?! ერთი საქართველო გვაქვს, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, არათუ ვისწავლოთ, ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, ასე არ შეიძლება, ერთმანეთის მტრობით შორს ვერ წავალთ. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, თქვენი შვილებისთვის რომ არ დაეძახათ და არ მიეყვანათ იქ, მერე მიატოვეს, დღეს რომ ციხეში არიან, იმათ მოსთხოვეთ პასუხი, სალომეს მოსთხოვეთ, ყოფილ პრეზიდენტს. მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, დადის, დადის... ქალბატონები ბრძანდებით, თავგადაკლული დედები ხართ, სხვის შვილებსაც უფრთხილდებით, მისთვის კი ქართველი არავინაა. ვეღარ გაძღა, კიდევ ვეუბნები: ვისი სისხლი გინდა, მოისვენე რა. ვერ გვაჯობებთ ქართველებს ვერავინ, ვინც არ უნდა დაგიდგეთ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია იქნება, თუ ბალტიისპირელები, სკანდინავიელებს რა უნდათ, საერთოდ იციან, საქართველო სად არის? შეგვეშვან, ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ, იმ კანონებსაც არ მივიღებთ. ქვეყნის გადარჩენისთვის სამწუხაროდ, აუცილებელი ხდება იმ კანონების მიღება, მერე შეიძლება პრობლემა გახდეს, კიდევ კარგი, ამათ ხელში პრობლემა არ არის, მადლობა ღმერთს, ისე ჩამოგვექცევა ქვეყანა. არ ვითარდება ჩვენი ქვეყანა? როგორ არ ვითარდება.

სწორად მოითხოვეთ რა, ვინც თქვენს შვილებს აქეზებს, დღეს ახლა ჩვენც ვერ ვეუბნებით გამოუშვითო. როდესაც ქვეყანაში ლაზარე გრიგორიადისს გმირად გახდი, ჯვარი სწერია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, არავის მისთვის ცუდი არ უნდა, წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაცემული უნდა იყო. რა დონეზე დაცემული უნდა იყო, 9 აპრილს იქ ქართველებს არ უშვებდე და ვიღაც უცხოელებს დიდი ზარ-ზეიმით იღებდე. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჭკვიანად იყვნენ, თორემ ვერც ის უცხოელი ვერ გაივლის იქ და ვერც ისინი იქნებიან მყარად. მარხვის ბოლო და წესიერად მოვიქცეთ, გაგვახსენდეს, რომ ადამიანები, უფლის ქმნილებები ვართ.

ჩვენ არ გვინდა ცუდი არავისთვის, მიხედონ თავის თავებს, ომის სპონსორები არიან და თვითონ რა ენაღვლებათ, საწყალი უკრაინა რა დღეშია და კარგად ხედავთ, რა დარჩება და რა - არა, ვინ იცხოვრებს იქ, ამ დაცლილ ქვეყანას სხვები შეავსებენ მერე და ჩვენც ეს გვინდა? ამიტომ ჭკვიანად, ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ და არა ვიღაც ჩინოვნიკების, ან ევროკომისრების.

ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, ვიღაცები დაიწყებენ, ამბიონიდან ამის თქმა არ შეიძლებაო, დღეს აქტუალურია, ქვეყანას გვართმევენ. იმას რომ ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე რომ ვერ გაათხოვეს, რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ, ეს ძალა როგორ გაიმარჯვებდა ჩვენთან. ჩვენ რომ რამე ვთქვათ, ჰომოფობები გამოვდივართ, იმათმა რომ გვლანძღონ, მოგვკლან, დაგვწვან, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს საკენკი თავიანთ ერებს დაუყარონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ღმერთმა საქართველო და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი დალოცოს მიუხედავად ეროვნებისა, სარწმუნოებისა.

ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ნუთუ ციხეებს არ გავათავისუფლებთ? თუ საჭიროება არ იქნება იმის, რომ უცხოეთზე გაიყიდები, მოხვალ და შენს ქვეყანას შეუტევ, ხომ უცბად გავათავისუფლებთ ციხეებსაც? აბა გადმოდგან ნაბიჯი, თავიანთი არასწორი აღიარონ, გახდნენ ქართველები ისევ და თუ არ დავეხმარებით. ისე, შანსი არ არის, სადაც უნდა ვიდგე, იქ ვდგავარ, არ დავდგები იქ, სადაც საქართველოსთვის არ იბრძვიან და ჩემი ღმერთისთვის არ არიან“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე